„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს გლობალური თავისუფლების რეიტინგი არ გაუარესებულა. საქართველოს 100-დან ისევ 58 ქულა აქვს. საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში ხვდება.
2023 წლის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური უფლებების კუთხით, საქართველოს 40-დან 22 ქულა, ხოლო სამოქალაქო თავისუფლების კუთხით 60-დან 36 ქულა აქვს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევრაზიაში თავისუფლების მაჩვენებლის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი რუსეთის შეჭრამ უკრაინაში და ევროპაში მიმდინარე კონფლიქტმა. ორგანიზაციის ანგარიშში სრულად თავისუფალ ქვეყნების სიაში 100 ქულიდან 100 სკანდინავიის ქვეყნებმა მიიღეს.