საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა დღეს სოფელ შინდისში იმყოფებოდა. გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, მისმა პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადმიერ ჩაჩიბაიამ და თანამებრძოლებმა 2008 წელს შინდისში დაღუპულ 17 სამხედრო მოსამსახურეს პატივი მიაგეს. მათ გმირთა მემორიალი მოინახულეს და გარდაცვლილების გმირობის ისტორია კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
შინდისში დაღუპული გმირები სენაკის II ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ. ისინი მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან შეტაკების შედეგად დაიღუპნენ.