როგორც მოგეხსენებათ, მმართველი პარტია ვერავის ვერც დაიჭერს და ვერც გაათავისუფლებს- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რაც შეეხება უწყებებს, ეს მათი საქმეა და ისინი მოქმედებენ არა პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად, არამედ კანონების შესაბამისად. რაც იქნება გათვალისწინებული კანონით, გაკეთდება ზუსტად ისე“, - განაცხადა კობახიძემ.