რასაც ვითხოვთ, არის რომ ადამიანი, საქართველოს მოქალაქე სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელ პოლიტიკურ გუნდს დაუჭიროს მხარი, იყოს ინფორმირებული, რომ პოლიტიკაში, საზოგადოებაში ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები რა კონკრეტული მიზნით და კონკრეტული წყაროდან ფინანსდება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„და მთავარი, თვითონ დამფინანსებელი რატომ არ უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის საქმიანობისა და დაფინანსების ოდენობის შესახებ“, - განაცხადა ვოლსკიმ.