ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს რამდენიმე საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრორეკომენდაციების შესრულებასთან

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს რამდენიმე საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრორეკომენდაციების შესრულებასთან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შეურაცხმყოფელ და პროვოკაციულ განცხადებებს არ აჰყვნენ.

მისი თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს მათ შორის რამდენიმე იმ საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრორეკომენდაციების შესრულებასთან.

„ვხედავთ, რომ დიდი ალბათობით გაგრძელდება შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური გამოსვლები. შესაძლოა ამას ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს მათ შორის რამდენიმე იმ საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრორეკომენდაციების შესრულებასთან. არის მაგალითად ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე მომზადებული დადგენილება, არის ომბუდსმენის არჩევის საკითხი. მინდა ყველას გთხოვოთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები. ბოლოსკენ მივცეთ რეაქცია თუ რამეზე იქნება რეაგირება საჭირო. კოლეგებო საპარლამენტო უმრავლესობიდან, ყველას გთხოვთ რეაგირების გარეშე დატოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი გამოსვლები. ასეთი შეურაცხყოფები მრავლად იქნება ამ ერთი საათის განმავლობაში, თუმცა გთხოვთ რეაგირების გარეშე დავტოვოთ“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ კოლეგებს.