რომან გოცირიძე: რუსეთში 300 ბანკია და აქედან მხოლოდ 20-მდეა სანქცირებული, ამიტომ ამ ქვეყნიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდაზე არაა საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა

რომან გოცირიძე: რუსეთში 300 ბანკია და აქედან მხოლოდ 20-მდეა სანქცირებული, ამიტომ ამ ქვეყნიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდაზე არაა საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა

რუსეთში 300 ბანკია და აქედან მხოლოდ ოცამდეა სანქცირებული, ამიტომ ამ ქვეყნიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდაზე არაა საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა. - წერს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

"რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ყოველთვიურად რუსეთის მოქალაქეების შემოსავლების 8 პროცენტის გატანა ხდება საზღვარგარეთ. ეს თვეში საშუალოდ 8 მილიარდი დოლარია. ეს ხდება ისეთ ვითარებაში, როცა რუსეთში შეზღუდულია უცხოური ვალუტით ოპერაციები. შეზღუდვები რომ არ იყოს, რუსეთიდან ფულის გაქცევის პროცესი კიდევ უფრო მასშტაბური იქნებოდა. გარდა ფიზიკური პირების თანხებისა, აკრძალვების მიუხედავად, რუსეთიდან გარბის კაპიტალი. დასავლური კომპანიები ტოვებენ ქვეყანას, თუმცა ფულის გატანა უკიდურესად გართულებულია, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათთვის აკრძალული. რუსეთში მაცხოვრებელი ათასობით ქართველი ყიდის თავის ბიზნესს და ქონებას, ზოგი ტოვებს რუსეთს. რუსეთიდან როგორც სწრაფი ფულადი გზავნილებით, ასევე საბანკო არხებით მრავალი მილიარდი დოლარის საქართველოში გადმორიცხვა არ უნდა იყოს შეფასებული სტანდარტული შაბლონით-“იზრდება რუსეთზე ფინანსური დამოკიდებულება”. პროცესი გაცილებით ღრმაა, ვიდრე მისი პოლიტიკური ინტერპრეტაცია. ამ პროცესს უნდა გონივრული მართვა და ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნები. ჯერჯერობით ჩვენს საბანკო სისტემაში ეს არ ხდება. რუსეთში 300 ბანკია და აქედან მხოლოდ ოცამდეა სანქცირებული, ამიტომ ამ ქვეყნიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდაზე არაა საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა." - წერს რომან გოცირიძე.

Maverick მამას შემდეგ რაც დაიქნიეს თანაგუნდელებმა, ეტობა კუპონას გონებაში გამონათებამ გამოჟონა!
2 წლის უკან