გიორგი გახარია: ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში

გიორგი გახარია: ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში

ყოფილი პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ  „ტვიტერში“ წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა პარლამენტში ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია.

„ივანიშვილი მოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ახლა პარლამენტში ის ცდილობს დაასრულოს ქართული დემოკრატია, ჩვენი თავისუფლება და ჩვენს შვილებს წაართვას ევროპული მომავალი. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!“ - წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.