ალექსეი არესტოვიჩი: დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ, მაგრამ მე უფრო მეტის იმედი მაქვს- ჩვენ დავკარგავთ ლუგანსკს და დონეცკს, მაგრამ ამერიკელების გათვლა ისაა რომ ჩვენი წილი უფრო მეტი იქნება ვიდრე რუსეთის

ალექსეი არესტოვიჩი: დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ, მაგრამ მე უფრო მეტის იმედი მაქვს- ჩვენ დავკარგავთ ლუგანსკს და დონეცკს, მაგრამ ამერიკელების გათვლა ისაა რომ ჩვენი წილი უფრო მეტი იქნება ვიდრე რუსეთის

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა რუს ბლოგერთან, მარკ ფეიგინთან  ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინას მიანიშნებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია.

არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინას არ აქვს და ვერ ექნება იმის რესურსი, რომ დაამარცხოს რუსული არმია.

მისივე თქმით, ამერიკა დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ვარიანტი.

„უკრაინას არ აქვს და ვერ ექნება იმის რესურსი, რომ დაამარცხოს რუსული არმია. ნატოს გაწვრთნილი ჯარი და მათი შეიარაღებაც რომ ჰქონდეს, რომელიც არ გვაქვს და უახლოეს მომავალში ვერც გვექნება. სამწუხაროდ ომიდან გამოსავალი შეიძლება არ იყოს ისეთი, როგორსაც უკრაინელები ელიან. ნახევარი წლის წინ კი სხვანაირად გვეგონა. იქნება თუ არა შემდეგი წელი? რა თქმა უნდა არ იქნება. დასავლეთი და ამერიკა უკრაინას დაყოფისთვის ამზადებენ, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ვარიანტი, მაგრამ მე უფრო მეტის იმედი მაქვს- ჩვენ დავკარგავთ ლუგანსკს და დონეცკს, მაგრამ ამერიკელების გათვლა ისაა რომ ჩვენი წილი უფრო მეტი იქნება ვიდრე რუსეთის.“- განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

Aburjga Tasmanieli თქვენი წილი იქნება 0 - ნული! შენ რომ გგონია ის წილი იქნება ამერიკის! სახემწიფო სახელით უკრაინა გაჩნდა დიდი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, მანამდე არც არასდროს ყოფილა და არც იქნება! ეს ტერიტორია ეს ხალხი არის ერთი ნაწილი დიდი ერისა, აღმოსავლეთსლავების რომლებმაც წარმოქმნეს უძლეველი სახელმწიფო რუსეთი. ადრე, როცა ეს სახელმწიფო იყო ჩანასახოვან მდგომარეობაში დედაქალაქი იყო კიევი, დიდი ხანია რუსეთის დედაქალაქი არის მოსკოვი და რუსი ხალხი არის შემოკრებილი მოსკოვის ირგვლივ!
1 წლის უკან