მიხეილ სააკაშვილი: დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა, მთელს მსოფლიოში ჩემს მხარდასაჭერად

მიხეილ სააკაშვილი: დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა, მთელს მსოფლიოში ჩემს მხარდასაჭერად

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 20 თებერვალს გამართულ აქციებს  ეხმაურება და სოციალურ ქსელში  მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა, მთელს მსოფლიოში ჩემს მხარდასაჭერად. მადლობა ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, 20 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნებით საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მსოფლიოში და საქართველოში აქციები გაიმართა.