იაგო ხვიჩია ბაზარზე ფასების დარეგულირებაზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

იაგო ხვიჩია ბაზარზე ფასების დარეგულირებაზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტში კანონის მხარდაჭერას არ აპირებს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაა და გულისხმობს ბაზარზე პროდუქტების ფასების დარეგულირებას.

„არა, კანონპროექტს როგორ დავუჭერ მხარს. მაგრამ „ქართულ ოცნებას“ დავაკვირდები, ასეთი გიჟური კანონპროექტების შედეგად სად წავა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ძირითადი პროდუქტების მაღალ ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის დარეგულირებაზე მთავრობამ აქტიური მუშაობა დაიწყო.