იაგო ხვიჩია „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მსჯელობაში ჩავერთვებით, მაგრამ, მხარს არ დავუჭერთ

იაგო ხვიჩია „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მსჯელობაში ჩავერთვებით, მაგრამ, მხარს არ დავუჭერთ

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს „გირჩი“ მხარს არ დაუჭერს.

„მსჯელობაში ჩავერთვებით მაგრამ, მხარს არ დავუჭერთ. ვეცდებით, რომ არასამთავრობო სექტორს და მედიას ავუხსნათ, რომ ასეთ კანონპროექტებზე მხარდაჭერა არც მაშინ არ შეიძლება, როდესაც სხვას ეხება. ჩვენი ენჯეო სექტორი და მედია საშუალებები მსგავსი კანონების მიღებას სხვების მიმართ არ აპროტესტებენ, თავის მიმართ არ მოსწონთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.