„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან და სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი მას „ქართულმა ოცნებამ“.
„გზაში ვკითხულობდი ზუსტად ახლა ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა. რუსული კანონიც არის კატასტროფა. ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა. ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში უბრალოდ ვერ ვიკადრებდით. ვერც დავუჭერდით ასეთი კანონის მიღებას მხარს. რაც შეეხება რუსულ კანონს, ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის ანალოგი. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, რომელიც არის ინიცირებული „ხალხის ძალის“ მიერ, ის არის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან. ის ითვალისწინებს გამჭირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს. არის ძალიან მარტივი, ლაკონური კანონი. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს, არის ის, რომ სუბიექტები, რომლებიც იღებენ 20%-ზე მეტს უცხოურ დაფინანსებას, წარადგენენ წლიურ დეკლარაციას. შემუშავებულია ქართული კანონპროექტი, არც ამერიკული და არც რუსული. ეს არის რეალობა. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და დადასტურებადია შესაბამისი ფაქტებით“, - აცხადებს კობახიძე.
გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.