არ მგონია პრეზიდენტს ამერიკული, რუსული ან ეს კანონპროექტი წაკითხული ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ არცერთი წაკითხული არ აქვს და განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.
„პრეზიდენტს არაერთხელ უცდია მასთან კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა ამაში ჩვენ არ ავყვებით, ეს ჩვენი მიზანი და ამოცანა არ არის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ხალხის ძალის“ კანონპროექტს გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს
გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.