ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან და როდესაც ასეთ დროს საუბრობენ მასზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში, ეს უბრალოდ არის თვალში ნაცრის შეყრა საქართველოს მოსახლეობისთვის

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან და როდესაც ასეთ დროს საუბრობენ მასზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში, ეს უბრალოდ არის თვალში ნაცრის შეყრა საქართველოს მოსახლეობისთვის

ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან და როდესაც ასეთ დროს საუბრობენ მასზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში, ეს უბრალოდ არის თვალში ნაცრის შეყრა საქართველოს მოსახლეობისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

„არ ვიცი, რა კონტექსტში იყო გაჟღერებული ბიძინა ივანიშვილის სახელი. ქალბატონმა შაჰინმა თუ გაიხსენა ის, რომ 2012 წელს საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოუტანა და მას ქართველი ხალხის სასარგებლოდ სამი მილიარდის ქველმოქმედება აქვს გაწეული, მაშინ მისასალმებელია. თუ დეოლიგარქიზაციის კანონის კონტექსტში იყო გაჟღერებული, მაშინ ეს არის გაგრძელება იმის, რა განცხადებაც გაკეთდა იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. როდესაც საუბარია ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში, რასაც ამბობენ მაგალითად, ცნობილი ოდიოზური ევროპარლამენტარები, ეს ფეიკკამპანიის ჩვეულებრივი გაგრძელებაა. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკური პროცესიდან და როდესაც ასეთ დროს საუბრობენ მასზე დეოლიგარქიზაციის ჭრილში, ეს უბრალოდ არის თვალში ნაცრის შეყრა საქართველოს მოსახლეობისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.