თურქეთში, ჰათაის პროვინციის ალთინოზიუს პროვინციაში, მიწისძვრის შედეგად 30 მეტრამდე სიღრმის და 200 მეტრამდე სიგანის ნაპრალი გაჩნდა (ვიდეო)

თურქეთში, ჰათაის პროვინციის ალთინოზიუს პროვინციაში, მიწისძვრის შედეგად 30 მეტრამდე სიღრმის და 200 მეტრამდე სიგანის ნაპრალი გაჩნდა (ვიდეო)

ორი გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში, ჰათაის პროვინციის ალთინოზიუს პროვინციაში, უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა.

ჰათაის პროვინციის ალთინოზიუს პროვინციაში, ქალაქ ალთინოზიუდან  ჩრდილო-დასავლეთით 8 კმ-ში მდებარე სოფელ ტეპეჰანის განაპირას, ზეთისხილის კორომში, უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა. 

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ნაპრალის სიღრმე 30 მეტრს, სიგანე კი 200 მეტრს აღწევს და იგი დასახლებიდან დაახლოებით 300-400 მეტრში გაჩნდა.

დრონით გადაღებულ კადრებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ თუ რა რაოდენობის და სიმძლავრის ენერგიის გამოტყორცნა მოხდა დაახლოებით 10 კმ-ის სიღრმიდან.