თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ქალაქ ადიამანში გაემგზავრება და ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაიტანს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, გავემგზავროთ სტიქიის ზონაში, ქალაქ ადიამანში. თან მიგვაქვს ჰუმანიტარული დახმარება, აუცილებლად მოვინახულებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენს მაშველებს და შეძლებისდაგვარად წამოვიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს ანკარამდე. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე და მივიღოთ მონაწილეობას ქვეყნის სხვა რეგიონებში მათ უსაფრთხო გადაყვანაში“, - აცხადებს გიორგი ჯანჯღავა.
საგარეო უწყების ცნობით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალება დადასტურდა. ამ დროისთვის თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.