ნიკოლოზ სამხარაძე: კელი დეგნანის განცხადება სანქციებზე კიდევ ერთი პასუხი იქნება იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა აგორებული

ნიკოლოზ სამხარაძე: კელი დეგნანის განცხადება სანქციებზე კიდევ ერთი პასუხი იქნება იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა აგორებული

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის ინტერვიუს ეხმიანება.

როგორც დეპუტატი ამბობს, კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გვერდს არ უვლის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

„საქართველოს, როგორც სასაზღვრო, ისე საბაჟო სტრუქტურები ძალიან ახლოს თანამშრომლობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, შესაბამისად, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, უვლის თუ არა საქართველო სანქციებს გვერდს. კარგია, რომ ქალბატონმა ელჩმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა და ეს კიდევ ერთი პასუხი იქნება იმ დეზინფორმაციასა და კამპანიაზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა აგორებული არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც“, - განაცხადა სამხარაძემ.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.