თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 17 600 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა, სირიაში კი სულ მცირე 3 377-ის. მაშველები გადარჩენილებს ნანგრევებში ისევ ეძებენ, თუმცა მიწისძვრიდან 100 საათის შემდეგ ცოცხალი ადამიანების პოვნის შანსი მცირდება. ვითარებას ცუდი ამინდი და ყინვაც ართულებს.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და 100 მაშველი გააგზავნა.