ბერმუდის პირველი ინსტაციის სასამართლოში დავა ჩვენი მხარის წარმატებით დასრულდა. სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა - არა უბრალოდ დააკისრა ბანკის შვილობილ კომპანიას 600 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდა, არამედ მას დაავალა ამ თანხების განთავსება სპეციალურ ანგარიშზე და შეასრულებინა კიდეც ეს დავალება, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ეს ასე მარტივად არ ხდება და ჩვენს სამართლებრივ სივრცეში ასეთი პრეცედენტი თითქმის არ არსებობს და იშვიათობა შეიძლება იყოს საერთაშორისო დონეზეც. ეს არის ნიშანი და სიგნალი იმისა, რომ სასამართლომ დაინახა უკანონო ქმედებებისა და დარღვევების კასკადი. ეს იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ასეთ უპრეცედენტო გადაწვეტილებაზეც კი წავიდა. ასევე იმედიანად ვართ განწყობილი სინგაპურშიც და წლის განმავლობაში შედეგი უნდა დადგეს და უნდა დადგეს ჩემი მარწმუნებლის სასარგებლოდ“, - აღნიშნა კალანდაძემ.