ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს იმიჯის დაზიანების მიზნით მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ამ თემაზე „ქრონიკაში“ ისაუბრა.
სამხარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შარშან ბრიუსელსა და ვაშინგტონში დადიოდნენ და აცხადებდნენ, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, დასავლურ პრესაში კი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციული სტატიები ვრცელდება.
„დღეს მოვისმინეთ ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ საქართველო სანქციებს გვერდს უვლის. ძალიან კარგია, მივესალმებით ამ განცხადებას, მაგრამ ცუდი საქმე უკვე გაკეთებულია, იმიტომ რომ ის გაზეთი და ჟურნალი უკვე წაიკითხა ათასობით და ასობით ათასმა ადამიანმა, რომლებსაც გაუჩნდათ ეჭვი, ან არ იციან კონტექსტი და მიიღეს ინფორმაცია, თითქოს საქართელო საქნციებს გვეერდს უვლის. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, იმისთვის რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს“, - განაცხადა სამხარაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ აშშ-ს საქართველოს მიერ სანქციების არ დაცვის არანაირი მტკიცებულება არ აქვს.