ლევან ნიკოლეიშვილი: მათ ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში, თუმცა ბრიყვულად უარი განაცხადეს. დარჩნენ უმუშევრები და “სამგლოვიარო” განცხადებები გამოაქვეყნეს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამ განცხადებების ნაწილი ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი

ლევან ნიკოლეიშვილი: მათ ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში, თუმცა ბრიყვულად უარი განაცხადეს. დარჩნენ უმუშევრები და “სამგლოვიარო” განცხადებები გამოაქვეყნეს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამ განცხადებების ნაწილი ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი

ეს ხალხი, მგონი თავის თავს დასცინის- საჯარო მოხელეების გარკვეული კატეგორია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, აცხადებს რომ თურმე სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ. მოდით გავერკვეთ რა ხდება: თურმე ნუ იტყვით ამ ადამიანებს, ელემენტარულიც არ ესმით რომ მუშაობდნენ იმ უწყებაში, სადაც უბრალო კლერკიდან დაწყებული ელჩებითა თუ მინისტრით დამთავრებული, ყველა ვალდებულია იმ კურსის განხორციელება-განვითარებას შეუწყოს ხელი რასაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ჰქვია - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“  წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომელთა ნაწილი, ვერ ერკვეოდა თავის უფლება-მოვალეობაში, უფრო მეტიც რადიკალური ოპოზიციისა და აგენტურის ყალბი ნარატივის გავლენის ქვეშ მოექცა, თითქოს და საქართველომ ევროპული კურსიდან გადაუხვია, შესაბამისად ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციას და ანტისახელმწიფოებრივ ჭუჭყიან ფურცლებს  მოაწერა ხელი.

მისი თქმით, მათ   ჰქონდათ საშუალება მიეღოთ კონკურსში მონაწილეობა, რაზედაც ბრიყვულად უარი განაცხადეს, დარჩნენ რა უმუშევრები, "სამგლოვიარო" განცხადები გამოაქვეყნეს, მაგრამ საინტერესო ის არის რომ ამ განცხადებების ნაწილი ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნეს, ამით ოპოზიციის პატრონებთან დაიჩივლეს თავიანთ თავგზააბნეულების გამო.

„ეს ხალხი, მგონი თავის თავს დასცინის- საჯარო მოხელეების გარკვეული კატეგორია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, აცხადებს რომ თურმე სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ. მოდით გავერკვეთ რა ხდება: თურმე ნუ იტყვით ამ ადამიანებს, ელემენტარულიც არ ესმით რომ მუშაობდნენ იმ უწყებაში, სადაც უბრალო კლერკიდან დაწყებული ელჩებითა თუ მინისტრით დამთავრებული, ყველა ვალდებულია იმ კურსის განხორციელება-განვითარებას შეუწყოს ხელი რასაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ჰქვია. აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომელთა ნაწილი, ვერ ერკვეოდა თავის უფლება-მოვალეობაში, უფრო მეტიც რადიკალური ოპოზიციისა და აგენტურის ყალბი ნარატივის გავლენის ქვეშ მოექცა, თითქოს და საქართველომ ევროპული კურსიდან გადაუხვია, შესაბამისად ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციას და ანტისახელმწიფოებრივ ჭუჭყიან ფურცლებს  მოაწერა ხელი. მიუხედავად ამისა მათ კვლავ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ კონკურსში მონაწილეობა, რაზედაც ბრიყვულად უარი განაცხადეს, დარჩნენ რა უმუშევრები, "სამგლოვიარო" განცხადები გამოაქვეყნეს, მაგრამ საინტერესო ის არის რომ ამ განცხადებების ნაწილი ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნეს, ამით ოპოზიციის პატრონებთან დაიჩივლეს თავიანთ თავგზააბნეულების გამო. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, სამწუხაროა, რომ ამ ადამინებს არ ესმით ისეთი უბრალო საკითხები, როგორიცაა საჯარო სამსახური, საგარო პოლიტიკა, ქვეყნის ეროვნული ინტერესები, პატრიოტიზმი და ასე შემდეგ.  თუმცა უნდა აღვნიშნოთ,  რომ კარგი ამბავიცა გვაქვს სასიამოვნოა, რომ ასეთი გაუაზრებელი და უცოდინარ, უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი მოხელეებისგან საჯარო სამსახური  ნელ-ნელა, მაგრამ მაინც თავისუფლდება.“ - წერს ნიკოლეიშვილი.

მარბიელი 10 წლის წინ იყო ეს გასაკეთებელი და არა მარტო იქ!
5 საათის უკან