„ისევ გამოჩნდნენ ლეშისმჭამელი გიენები, რომლებიც ამ საშინელი უბედურების დროსაც ფიქრობენ პოლიტიკური ქულების დაწერას“

„ისევ გამოჩნდნენ ლეშისმჭამელი გიენები, რომლებიც ამ საშინელი უბედურების დროსაც ფიქრობენ პოლიტიკური ქულების დაწერას“

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება:

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, საგარეჯოში მომხდარი უმძიმესი და საშინელი ტრაგედიის გამო. ასეთი უბედურებები სამწუხაროდ ყველგან ხდება მსოფლიოში, განვითარებულ თუ განუვითარებელ სამყაროში, თითქმის დღე არ გავა ვიღაცა არ შევარდეს ამერიკის სკოლაში და უმოწყალოდ არ დახოცოს უცოდველი ბავშვები, ასევე გვახსოვს ნორვეგიაში, სტუდენტურ ბანაკში მოწყობილი სისხლიანი კალო - ვიმეორებ, სამწუხაროდ ასეთი უბედურებები ხდება. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, თუ რატომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და რატომ უნდა დავადგინოთ სიმართლე რა მოხდა და რატომ მოხდა! ამ ყველაფრის ფონზე კი, ამ დიდი ტრაგედიის დროს ისევ გამოჩდნენ ლეშისმჭამელი გიენები, რომლებიც ვერ ითმენენ და ამ საშინელი უბედურების დროსაც ფიქრობენ მათთვის „სასარგებლო პოლიტიკური ქულების დაწერას.“ ეს სამარცხვინო და ამორალური კი არა უბინძურესი საზიზღრობაა უკვე...“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook -ზე.