გიორგი ცაგარეიშვილი ყარალაშვილის განცხადებაზე: ამ ვაჟბატონებს, მათ დავალების მიმცემებს და მათ დამქაშებს, აქაურებს თუ იქაურებს, სხვანაირად ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეუძლიათ

გიორგი ცაგარეიშვილი ყარალაშვილის განცხადებაზე: ამ ვაჟბატონებს, მათ დავალების მიმცემებს და მათ დამქაშებს, აქაურებს თუ იქაურებს, სხვანაირად ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეუძლიათ

დანგრეული რუსთაველი, ცეცხლწაკიდებული პარლამენტი და პირველი სკოლა, ეს ადამიანების მეხსიერებაში არის დარჩენილი, როცა ქართველი ქართველს ემუქრება იმით, რომ ტანკებით შემოვა ქვეყანაში და არ აქვს მნიშვნელობა საიდან შემოვა და გადაუვლის თავის სამშობლოს, ყოველთვის გვახსენდება ჩვენ ბეპაევის მიერ მოცემული ტანკები რუსთაველის გამზირზე როგორ არბევდნენ ჩემს და თქვენს ქალაქს, როგორ ხოცავდნენ ქართველებს, - ამის შესახებ „იმედის კვირაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ისაუბრა.

„ამ ვაჟბატონებს, მათ დავალების მიმცემებს და მათ დამქაშებს, აქაურებს თუ იქაურებს, სხვანაირად ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეუძლიათ. ეს ადამიანები ამას ფიქრობენ, სძინავთ და ეს ესიზმრებათ, რომ შემოასხდნენ მართლა ტანკებს, არ ვიცი ცხინვალიდან თუ სოხუმიდან და იქიდან რომ შემოხვალ რა გზა უნდა გაიარო? ან გეოგრაფია არ იცი ან რუსი გაგზავნის ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

უკრაინული ლეგიონის ქართველი მეთაური ნოდარ ყარალაშვილი და ჯაბა წულაძე სოციალურ ქსელებში ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც საქართველოში ტანკებით შემოსვლით იმუქრებიამ.