ირაკლი კობახიძე: ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი შემოქმედება

ირაკლი კობახიძე: ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი შემოქმედება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ბუბა კიკაბიძემ, როგორც გამორჩეულმა კინომსახიობმა და მომღერალმა, ხალხის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი შემოქმედება”.