რუსეთში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ კემეროვოში კერძო მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა. შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ცეცხლი 2-სართულიან ხის შენობას ღამე გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაიწვა. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი გამათბობლის გაუმართაობა გახდა.