გიული ალასანია: მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ და მაშინ რაზე მოდის?

გიული ალასანია: მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ და მაშინ რაზე მოდის?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ  სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის კვლევის ნიმუშების აღებაზე უარის თქმის საფუძვლებზეც  ჟურნალისტებთან განმარტა, რომ  სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელმაც ტოქსიკოლოგიური კვლევა უნდა ჩაატაროს თავად უწერია, რომ მძიმე მეტალების არსებობას ვერ იკვლევენ.

"ახველებს, ახლა მაგალითად, ძალიან ისეთი სიხშირით ახველებდა. საერთოდ იმ დიაგნოზებში ერთ-ერთი ლატენტური ტუბერკულოზიც არის, რომელსაც ვერ ახლებენ ხელს იმიტომ, რომ თვითონ მკურნალობაა ისეთი აგრესიული ფორმის, შეიძლება ვერ გადაიტანოს. ჩამონათვალი აქვს სამხარაულს რას იკვლევენ და რას ვერ იკვლევენ და ბოლოს უწერიათ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ და მაშინ რაზე მოდის? მძიმე მეტალებზეა აქ ლაპარაკი.

[სასამართლო] უნდა ჩაინიშნოს ზედიზედ და დღეში 2-ჯერ უნდა ჩაინიშნოს მე რომ მკითხოთ. მით უმეტეს, რომ ის ტოქსიკოლოგი არის კალიფორნიიდან და 12-საათიანი განსხვავებაა ჩვენს შორის. ის ადამიანი ვერ გაათენებს და 12 წლის ბიჭის არ არის. წინა პროცესზე ღამის 2 საათამდე იჯდა, იჯდა და პერსპექტივაშიც არ ჩანდა, რომ მას ვინმე ჩართავდა. ევროსასამართლო- ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა დაიძრას ეს საქმეც, როგორც გადაუდებელი შემთხვევა",- განაცხადა გიული ალასანიამ. 

შეგახსენებთ: მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტიზაზე უარს ამბობს. კლინიკა „ვივამედში“ გამომძიებელი ცოტა ხნის წინ მივიდა.

მედდას სააკაშვილისთვის ანალიზები უნდა აეღო, რომლითაც უნდა დაედგინათ, მოწამლულია თუ არა მსჯავრდადებული სააკაშვილი, თუმცა ადვოკატების განცხადებით, პატიმარი ექსპერტიზის ბიუროს და „ვივამედს“ არ ენდობა.