უარი საგამოძიებო მოქმედებაზე არ განგვიცხადებია. უბრალოდ, უნდობლობას ვუცხადებთ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მან განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ სურს სააკაშვილს ჩაიტაროს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა.
„ჩვენ შევთავაზეთ, რომ მოიწვიონ დასავლეთ ევროპის, ასევე აშშ-ის რომელიმე ავტორიტეტული საექსპერტო ბიურო. ჩამოვიდნენ, მათ აიღონ ნიმუშები, დალუქონ ჩვენს თვალწინ. ამას დაასწრონ ჩვენი ექსპერტები. წაიღონ და ექსპერტიზა უცხოეთში ჩაატარონ. ანუ, უარი საგამოძიებო მოქმედებაზე არ განგვიცხადებია. უბრალოდ, უნდობლობას ვუცხადებთ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას“, - განაცხადა მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.
მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის