ნანა კაკაბაძე:  გლობალური ომის პარტიისთვის მხოლოდ შირმაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სამართლიანობის დაცვა, მათთვის მთავარია საკუთარი ინტერესები, საქართველოსთან მიმართებაში - გავლენები შავ ზღვაზე

ნანა კაკაბაძე:  გლობალური ომის პარტიისთვის მხოლოდ შირმაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სამართლიანობის დაცვა, მათთვის მთავარია საკუთარი ინტერესები, საქართველოსთან მიმართებაში - გავლენები შავ ზღვაზე

მიშას საქართველოში სამარცხვინო შემოპარვა და უკრაინის მიერ ტერიტორული მთლიანობისთვის წარმოებული ომი, ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული. ერთი შეხედვით შინაარსით განსხვავებული ამ ორი მოვლენის უკან დგას ერთი მიზანი -  მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური გადანაწილება. სწორედ ამ მიზნის რეალიზებას ემსახურება დღეს მიმდინარე დაუსრულებელი ომი, რომელიც გლობალური ომის პარტიის მიერაა პროვოცირებული - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, გლობალური ომის პარტიისთვის მხოლოდ შირმაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სამართლიანობის თუ სხვა ღირებულებების დაცვა. მათთვის და მათი წარმომადგენლებისთვის მთავარია საკუთარი ინტერესები. საქართველოსთან მიმართებაში - გავლენები შავ ზღვაზე.

„უკრაინა, უკრაინელი კამო და გლობალური პოლიტიკა ყველა მოვლენას თავისი გამომწვევი მიზეზი და საფუძველი აქვს. ხშირ შემთხვევაში მიზეზ შედეგობრივი დამოკიდებულება ძნელად აღსაქმელია, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ეს თითქმის ზედაპირზე დევს და მის ამოსაცნობად მარტივი ლოგიკაც საკმარისია.

ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში სააკაშვილის პატიმრობაა, ასევე თითქმის ერთი წელია, მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგს წარმართავს რუსეთ-უკრაინის ომი.

რაც არ უნდა ერთმანეთისგან განყენებულად გამოიყურებოდეს, მიშას საქართველოში სამარცხვინო შემოპარვა და უკრაინის მიერ ტერიტორული მთლიანობისთვის წარმოებული ომი, ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული.

ერთი შეხედვით, შინაარსით განსხვავებული ამ ორი მოვლენის უკან დგას ერთი მიზანი. ეს არის მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური გადანაწილება.

სწორედ ამ მიზნის რეალიზებას ემსახურება დღეს მიმდინარე დაუსრულებელი ომი, რომელიც გლობალური ომის პარტიის მიერაა პროვოცირებული.

გლობალური ომის პარტიისთვის მხოლოდ შირმაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სამართლიანობის თუ სხვა ღირებულებების დაცვა.

მათთვის და მათი წარმომადგენლებისთვის მთავარია საკუთარი ინტერესები. საქართველოსთან მიმართებაში - გავლენები შავ ზღვაზე.

ამ მიზნის მისაღწევად ისინი მზად არიან ფაშისტებსაც და ბოლშევიკებსაც „დემოკრატიის შუქურა“ დაუძახონ.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ, რატომ უნდა მიიჩნეოდეს სააკაშვილის ავტორიტარული, სისხლიანი რეჟიმი დღევანდელ ხელისუფლებასთან შედარებით პროდასავლურად ან დემოკრატიულად.

რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს უკრაინაში, ეს უდიდეს ბუნებრივ რესურსებზე წვდომაა, ამიტომ უკრაინის ხელისუფლების გამარჯვებისთვის ყველაფერი დასაშვები და გამართლებულია, მათ შორის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

ამისათვის საჭიროა აქ იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერში უსიტყვოდ დაეთანხმება მათ. ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ასეთი მორჩილი არ გამოდგა, ომის მესვეურებმა ყველაფერი უნდა იღონონ მისი შეცვლისათვის.

ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები არ ხედავენ და არც არასოდეს დაინახავენ მსჯავრდებულ სააკაშვილისათვის შექმნილ უჩვეულო კომფორტს, ოროთახიან ლუქს პალატას, შეუზღუდავი ოდენობით მნახველებს, მხოლოდ ოჯახისაგან მიღებული საკვების მირთმევის საშუალებას, უცხოელი ექიმ - ექსპერტების ვოიაჟებს, ომბუდსმენის თავგადაკლულ მზრუნველობასა და აქტიურობას მხოლოდ პატიმარ სააკაშვილის მიმართ, ჯიბის ენჯეოების მიერ ორგანიზებულ სამედიცინო კომისიებს სააკაშვილის ავადმყოფობის ცრუ ინფორმაციების გასავრცელებლად და სხვა.

მისი მხრიდან სამედიცინო პერსონალზე განხორციელებული აშკარა თავდასხმები და აგრესია რჩება დაუსჯელი და ა. შ.

ისინი ამას არ ხედავენ, სამაგიეროდ ხედავენ და საგანგაშოდ მიიჩნევენ, სააკაშვილის სიმულაციით მიღებულ ვიზუალს. ახდენენ მის შედარებას დაპატიმრების პირველ დღეებთან. ახდენენ მოწამვლის შესახებ ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტო ჭორების ფაქტებად წარმოჩენას და ა. შ.

მათ ინტერესებში არ შედის პატიმარი სააკაშვილის კომფორტული პირობების შედარება მისი რეჟიმის დროინდელ პატიმრობის ჯოჯოხეთურ პირობებთან.

მათთვის მთავარია პირადი მიზანი!

მიზნისთვის მიღწევის ნებისმიერი საშუალება მისაღებია!

აი, ასეა გადაჯაჭვული ერთმანეთში თითქოსდა 2 დამოუკიდებელი მოვლენა - ცხელი ომი უკრაინაში და ცივი ომი საქართველოში.

ამიტომაც შემთხვევითი არ არის, ჩვენთან არსებული ცივი ომის ცხელ ომად გადაქცევის მცდელობა მომავალშიც ყველა საშუალება იქნება გამოყენებული - მიშას მოგონილი წამება, შიმშილობა, ციხის საავადმყოფოში „თრევით“ გადაყვანა, მისი სტრესი, დეპრესია.

მიშას სიმულაცია ქართულ ენასაც შეეხო. უკრაინულად მისი ალაპარაკება იყო მცდელიბა მორიგი თაღლითობისა, „გამიშვით, ხომ ხედავთ, ქართულ პოლიტიკაში არათუ აღარ ჩავერევი, არამედ ქართულადაც აღარ ვილაპარაკებო“, დემენციის (ანუ ჭკუასუსტობის) დაავადების სიმულირება და ა. შ.

ამას ხელს უწყობენ და ახალისებენ მსოფლიოს გავლენიანი ძალები.

ჩვენ კი დიდი ხანია ასეთ პირობებში გვიწევს გონიერების მაქსიმალური გამოჩენა და ბეწვის ხიდზე სიარული.

იმედია, ისტორიის ამ სახიფათო მონაკვეთსაც ჩვენი ხალხი წარმატებით გაივლის“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ცუგო- როცა საბჭოთა კავშირში, ნანა კაკაბაძე და სხვა დისიდენტები დაიჭირეს, ისინი ალბათ ცუდ სიზმარში ვერ წარმოიდგენდნენ თუ ასეთ მწარე და უსამართლო კედელს დაეჯახებოდნენ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის შემდეგ, უბრალოდ ანომალიაა, თუმცა, რეიგანის სიტყვებს თუ გავიხსენებთ ლიბერალიზმის მანტიამოსხმულ ფაშიზმის შესახებ, მაშინ გასაგებია. საოცარი წინათგრძნობა ქონია რეიგანს.
2 წლის უკან
trampi დათვს თავში ურტყავდნენ და ის კიდევ.................. ეს რა ბრაგი ბრუგიაო........
ამათ კიდევ იმის აღიარება არ უნდათ (ერეცხვინებათ) რომ თქვან--თუ ვინ იყო იმ ყველაფრის ავტორი, რაც საქართველოს 2003 --20012 წლებში დაატყდა თავს. მიშა უბრალოდ კარგი შემსრულებელი იყო და გზადაგზა თვითონაც ,,აქტიურ შემოქმედებით ინიციატივებს,, იჩენდა, თორემ აბსოლიტურად ყველაფერი რაც იმ წლებში საქართველოს დაატეხეს თავს, სუ ამერიკელების მიერ იყო დაგეგმილ--გაწერილ--შესრულებული
---უნდა სულიერ--მორალურად ბოლომდე გავეტეხეთ, უნდა ბოლომდე, ბოლომდე დავერეფორმირებინეთ, რომ ძალიან მორჩილი საზოგადოება გავმხდარიყავით----რომ ამერიკელების დაკრულზე ცირკის ძაღლებივით გვეხტუნავა და მათი ნებისმიერი ბრძანება --მოთხოვნა უსიტყვოდ შეგვესრულებინა, ასე ვთქვათ კარგად დაგლობალიზაციებულები ვყოფილიყავით და მათი ნებისმიერი სურვილი უსიტყვოდ შეგვესრულებინა
მოკლედ რა აღარ დაგვატეხეს თავს---- კაცმა რომელ ერთი უნდა ჩამოთვალო???
ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო.....ამ ათას ჭირ გადავლილ საქართველოს ისიც დაგვიმატეს----- მორიგი ,,წვრთნა,, ჩაგვიტარეს
ძირითდი კი ისაა რომ მენტალობის შეტრიალება მოახერხეს, დაგვინგრეს ყველა მორალურ ზნეობრივი ,,ინსტიტუტები,, საზოგადოებაც შესაბამისად გარდაიქმნა----გარდაქმნეს.....გარემო .გარემო შექმნეს ძალიან ჩათლახური,ძალიან...ამ ყველაფრის აღდგენა გამოსწორებას მინიმუმ 50 წელი დასჭირდება, ისიც ხელისუფლებაში კაი ქართველის შემთხვევაში
ხოოდა იმიტომაც ,,ვლოცულობდი,, კოლუმბზე აქ შემოსვლის პირველივე დღიდან(12 წელია.)
ისე კი რა აღარ გამოვიარეთ ამ საიტმაც და ჩვენც--- სუ რუსის აგენტები გვეძახეს..ამ ჩვენ დირეხხხტორს კიდევ ხან სად იბარებდნენ და ხან სად--ამასაც ,,რეფორმებს,, უტარებდნენ... იმ ყველაფრის წერა და გახსენებები უკვე მეზარება კიდეც......დაჟე ეხლა ამასაც კი აღარ უნდა ვწერდე, ისედაც ყველამ ყველაფერი დაინახა. მართალია გვიან მაგრამ მაინც----------- უკვე მეგობრებს ნიღაბი ბოლომდე ჩამოსძვრათ
ეხლა უკვე ყველა ხედავს მაგათ ,,მეგობრობის,, ნამდვილ მიზანს....რუსის ტრაკში ეკლად ყოფნა აღარაა საკმარისი....
თანაც ეს მთავრობა მიშასავით საიმათოდ ვერ გვარეფორმირებს და იმიტომაც აააქვთ ატეხილი განგაში
იმიტომაც უნდა ხელისუფლებაში ისეთი ხალხის მოყვანა დაბრუნება, რომლებიც მათ საქმე კარგად გაააკეთებენ, ანუ საიმათოდ კარგად დაგვარეფორმირებენ....
ქუნემ კოლუმბი ........... ქუნემ
~ეს ლენჩიც რო აღარ მიეთრევა აქედან??არა აქვს იქ დასაბრუნებელი პირი და იმიტრომ
მოკლედ ესენი მეშვიდეები არიან მეშვიდეები(ძველები მიმიხვდებიან).....

ნატალი
რაო ............. გაცივდიიი სკვაზნიაკში ???
არც ნატო, არც კატოოო??
2 წლის უკან