პარლამენტში მოშიმშილე თემურ ჯანაშია ოჯახის წევრებმა სახლში წაიყვანეს. ეს გადაწყვეტილება ოჯახმა ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა დღეს დავით კირკიტაძემაც შეწყვიტა. ამავე მიზეზით კი შიმშილობა 18 დეკემბერს აბდულა ისმაილოვმა შეწყვიტა.