არ მგონია, რომ ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ იმით, მიშა დამნაშავეა თუ არა. ეს სულ სხვა რანგის საკითხია. უნდა გავერთიანდეთ იმაზე, რომ მეორეჯერ არ უნდა მოვკლათ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ადამიანი არ უნდა ვაწამოთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
„არსებობს დაავადების ფსიქოსომატური ტიპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვის საფუძველი არის ფსიქიკური პროცესები. ფსიქოსომატური ტიპის დაავადებები ისევე არ განიკურნება, როგორც მაგალითად ვერ განკურნავ გრიპს, თუ 40-გრადუსიან სიცივეში გაუშვი ადამიანი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სტრესის ქვეშ ადამიანს კიდევ უფრო უმატებ ავადმყოფობის მიზეზს. ამას ვგულისხმობ წამებაში, თორემ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ვიღაც შედის და ურტყამს ამ ადამიანს“, - აცხადებს მარგველაშვილი.
ყოფილი თანამდებობის პირები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ