მიხეილ ყაველაშვილი: ქართულმა საზოგადოებამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე CNN-ის სიუჟეტში იყო ნაჩვენები

მიხეილ ყაველაშვილი: ქართულმა საზოგადოებამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე CNN-ის სიუჟეტში იყო ნაჩვენები

ქართულმა საზოგადოებამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე CNN-ის სიუჟეტში იყო ნაჩვენები, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოებისთვის უკვე ადვილად მისახვედრია, რომ CNN-ის სიუჟეტი არის შეკვეთილი და ქართულმა საზოგადოებამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე აქ იყო ნაჩვენები. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ თვეების წინ ჩვენმა ძალამ დაიწყო მხილება პროცესისა, რომ ეს ადამიანი, როდესაც პირველად შემოიყვანეს არაჟნის კონტეინერით, რა მიზნით შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი, ეს იყო მეორე ფრონტის თემა, რომელსაც არაერთი წერილი მივუძღვენით და ეს არის შემდეგი, თემა, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩვენს გარშემო“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“ დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „გუშინ „ფრი მიშას“ სპეცოპერაციას 11-წუთიანი გადაცემა CNN-ზეც კი მიუძღვნეს. მთელი გადაცემა ფეიკებით ისე იყო გაჯერებული, რომ „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველსაც“ კი შეშურდებოდათ“.