ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი კახა ყიფიანი აცხადებს, რომ დემენციასთან ერთად არსებობს ფსევდოდემენციაც, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი მისთვის არაკომფორტულ გარემოში ხვდება.
„დემენცია არის ჭკუასუსტობა, ანუ მენტალური რესურსის, მეხსიერების, სააზროვნო ფუნქციების და უნარ-ჩვევების დაქვეითება. ეს არის საკმაოდ მყარი, შეუქცევადი პროცესი, რომლის ჩამოყალიბებასაც სჭირდება რიგი პირობები. არსებობს დემენციის კიდევ ერთი ტიპი: ერთი შეხედვით შეიძლება დემენციის სურათი იხატებოდეს, მაგრამ სინამდვილეში დემენცია როგორც ასეთი არ იყოს. ეს ხდება, როდესაც სტრესულ, არაკომფორტულ და მიუღებელ სიტუაციაში აღმოჩნდება გარკვეული ფსიქიკის მქონე, ემოციურად არამდგრადი ადამიანი. ირთვება პათოლოგიური მექანიზმი და ხდება გარკვეული დაავადების სურათის იმიტაცია“, - აცხადებს კახა ყიფიანი.