იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობაზე“: „შემიწყალე, შენი დედა ვატირე“ არასწორი სტრატეგიაა, „ნაცმოძრაობის“ სტრატეგია უნდა იყოს - „გთხოვ, შემიწყალე“, ან „გაიქეცი, შენი დედა ვატირე“

იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობაზე“: „შემიწყალე, შენი დედა ვატირე“ არასწორი სტრატეგიაა, „ნაცმოძრაობის“ სტრატეგია უნდა იყოს - „გთხოვ, შემიწყალე“, ან „გაიქეცი, შენი დედა ვატირე“

„ნაცმოძრაობის“ სტრატეგია უნდა იყოს - „გთხოვ, შემიწყალე“, ან „გაიქეცი, შენი დედა ვატირე“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„თუ არის სტრატეგია - „ვკვდები და საზღვარგარეთ გადამიყვანე“ - ეს ერთი მიმართულებაა; მეორე სტრატეგიაა - „ქვეყანას მართავენ რუსები, მას დავამარცხებთ და დედას ვუტირებთ“; „შემიწყალე, შენი დედა ვატირე“ არასწორი სტრატეგიაა. ან „გთხოვ, შემიწყალე“ უნდა იყოს, ან „გაიქეცი, შენი დედა ვატირე“. „ნაცმოძრაობა“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომ მათ ბრძოლას აზრი ჰქონდეს და მათმა ამომრჩეველმა იცოდეს, რას აპირებენ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ყოფილი თანამდებობის პირები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.