„პამპერსის დამტარებლები” გაათავისუფლეს და თავად პრემიები დაირიგეს,- ამის შესახებ „თაიმერის“ გენერალური დირექტორი, ბერდია კალანდია Facebook-ზე წერს.
„წალენჯიხის ბაღების უფროსმა ლ. შენგელიამ აპარატის თანამშრომლებზე 100% პრემია გასცა. ეს მაშინ, როდესაც ბაღის 37 თანამშრომელი გაუგებარი მიზეზის გამო გაათავისუფლა.
ამის გამო გაათავისუფლა ბაღის თანამშრომლები?!
დროა წასვლის შესახებ განცხადებას წერდეს. შოკი!
„პამპერსის დამტარებლები” გაათავისუფლეს და თავად პრემიები დაირიგეს.
აი, თქვენი რეფორმა! ფულის მონებო და გამყიდველებო!
სირცხვილი!!!
სად არის მერი, სად არის მერის მოადგილეები, სად არის საკრებულო?! ვერ გაგიტარებთ!!!
გასაშვებია მთელი ადმინისტრაცია ბუღალტერიანად. სიუჟეტი საღამოს თაიმერზე. დაგველოდეთ“,- წერს ბერდია კალანდია.