გურამ მაჭარაშვილი: ასეულობით ადამიანის სიაა, რომლებიც მსხვერპლად არიან აღიარებული, ჯერ ეს წაიკითხონ ტელევიზიაში, კეზერაშვილმა და ყველა იქ ხელმომწერმა მარგველაშვილის თამადობით და შემდეგ დაიწყონ სიების შედგენა

გურამ მაჭარაშვილი: ასეულობით ადამიანის სიაა, რომლებიც მსხვერპლად არიან აღიარებული, ჯერ ეს წაიკითხონ ტელევიზიაში, კეზერაშვილმა და ყველა იქ ხელმომწერმა მარგველაშვილის თამადობით და შემდეგ დაიწყონ სიების შედგენა

მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა - რატომღაც ხელი არ მოეწერა იმ რეჟიმის წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ, სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაზე, რომელსაც ყოფილი თანამდებობის პირები აწერენ ხელს.

„სია იმდენი არსებობს, ასეულობით ადამიანის, რომლებიც მსხვერპლად არიან აღიარებული, ჯერ ეს წაიკითხონ ტელევიზიაში, კეზერაშვილმა და ყველა იქ ხელმომწერმა მარგველაშვილის თამადობით და ამის შემდეგ დაიწყონ სიების შედგენა.

ეს შეიძლება შედგეს დიქტატორულ სახელმწიფოში, როგორსაც იყვნენ შეჩვეულები და ახლა მიემატა ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც თავად აღიარებდა, რომ მოერგებოდა ყველაფერს, თუკი დასჭირდებოდა. როგორც ჩანს, ახლა მოერგო ამ სიტუაციას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყოფილმა თანამდებობის პირებმა პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.