მდგომარეობის ასახვისას სრულფასოვან სურათს ვერ ქმნის ის ციტატები და ამონარიდები, რომლებიც ამ დროისთვის საკმაოდ მოძველებული ანგარიშებიდან არის წარმოდგენილი. რეალობა განსხვავებულია იმისგან, რაც ამ განცხადებაშია აღწერილი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„როდესაც ვხედავთ კეზერაშვილის ხელმოწერას, ადამიანების ერთმა კატეგორიამ უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, თუ ვის გვერდში დგანან და რა მოთხოვნებს აყენებენ. ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანი ითხოვს მკურნალობას და არა უცხოეთში წაყვანას და სასჯელის არიდებას“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ყოფილი თანამდებობის პირები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.