ბატონო ასლი, არ უხდება კაცს წყევლა, არ დაგავიწყდეთ თქვენ ასლი ხართ, მე კი-ორიგინალი.
ამიტომ მეტი სიფრთხილე და დელიკატურობა გამოიჩინეთ შეფასებებში, შემთხვევით არ გამოჰკრათ ხელი ქართულ(ან სულაც თქვენს მშობლიურ ენაზე) ორიგინალ მამაპაპურ შეფასებებს. გაძლევთ გარანტიას-ეს ორიგინალი იქნება! - ასე ეპასუხება თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" შალვა ოგბაიძე ბიზნესმენ ბადი ასლის, რომელმაც სოციალურ ქსელში დწერა:
"იმედი მაქვს, იმდენ ხანს ვიცოცხლებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვნახო ამაზრზენი ირაკლი კობახიძე იმავე მდგომარეობაში, როგორც დღეს სააკაშვილი არის! ეს დიდ ბედნიერებას მომიტანს!"