საზოგადოებრივი მოძრაობის ,,ხალხის ძალა" განცხადება
,,მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციის ჩავარდნისთანავე, მისმა ავტორებმა ახალი სპეცოპერაცია - „ფრი მიშა“ წამოიწყეს. ამ სპეცოპერაციასაც ზუსტად იგივე მიზანი აქვს, რაც პირველს ჰქონდა. სპეცოპერაციის ავტორები ფიქრობენ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი ფიგურა, რომელსაც აგონიაში მყოფი ნაცმოძრაობის გაცოცხლება, მინელებული პოლარიზაციის ხელახლა გაღვივება, ქვეყანაში ვითარების არევა, ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა შეუძლია.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სპეცოპერაცია “ფრი მიშას” ავტორები ჩრდილში რჩებოდნენ, რადგან პირველ სპეცოპერაციასთან მათი კავშირის გაშიფვრის ეშინოდათ. თუმცა, როდესაც ლოკალური რესურსით მიზანს ვერ მიაღწიეს, თავის გაშიფვრასაც არ მოერიდნენ და საქმეში უკვე სრულმასშტაბიანი კოორდინაცია ჩართეს.
გუშინ „ფრი მიშას“ სპეცოპერაციას 11-წუთიანი გადაცემა CNN-ზეც კი მიუძღვნეს. მთელი გადაცემა ფეიკებით ისე იყო გაჯერებული, რომ „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველსაც“ კი შეშურდებოდათ. გადაცემაში საწინააღმდეგო აზრის გახმოვანება აზრადაც არ მოსვლიათ, რაც ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტის უხეში დარღვევაა. არაჟნის კონტეინერით საქართველოში უკანონოდ შემოპარული ექსპრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის მკვლელების შემწყალებელი და ვალერი გელაშვილის წამების შემკვეთი CNN-ზე, ნაცმოძრაობის ხელით წარმოებული ფეიკკამპანიის შესაბამისად, პუტინის პირად პატიმრად გაასაღეს, ხოლო საავადმყოფოში სრულ კომფორტში მყოფი პატიმარი წამებულად გამოიყვანეს. როდესაც ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ტელევიზია ნოდარ მელაძის დონემდე დადის, ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია „ფრი მიშას“ სპეცოპერაციის გარშემო და რამდენად მნიშვნელოვანია საბოლოო მიზანი, რომელსაც სააკაშვილის განთავისუფლება ემსახურება.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სწორედ ამერიკაში გაყალბდა დასკვნა სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის შესახებ. მარტივი მანიპულაცია, რომელიც ახალი ფეიკკამპანიის აგორების მიზნით განხორციელდა, მათივე დოკუმენტებიდან მარტივად გაიშიფრა, რაზეც პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსმა საზოგადოებისთვის ვრცელი განმარტება გააკეთა.
გუშინ მაკკეინის ინსტიტუტმა შემოიტანა ახალი ფეიკი, რაც მანამდე არავის გაუბედავს. კერძოდ, ინსტიტუტმა სააკაშვილის პატიმრობის კანონიერებაშიც კი შეიტანა ეჭვი და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა, მის მიერ გირგვლიანი მკვლელების შეწყალება და გელაშვილის წამების შეკვეთა იმდენად ცხადი დანაშაულებია, რომ აქამდე სააკაშვილის პატიმრობის უკანონობაზე ლაპარაკს არავინ კადრულობდა. თუმცა, როგორც ჩანს, „ფრი მიშას“ სპეცოპერაციის ავტორებისთვის პოლიტიკური მიზანი ყველანაირ უკადრებელ საშუალებას ამართლებს და მაკკეინის ინსტიტუტმაც ეს უკადრებელი სრულიად თავხედურად იკადრა.
ვხედავთ, რომ ამერიკული სპეცოპერაცია გლობალური ომის პარტიის რიგითი აგენტის გადასარჩენად კულმინაციას აღწევს. უშუალო ამერიკულ რესურსებთან ერთად, მასში სრულად არიან ჩართული ევროპული, უკრაინული და მოლდოვური აგენტოკრატიის წარმომადგენლები. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეცოპერაციის ერთადერთი მიზანი ნაცმოძრაობის გაცოცხლება, რადიკალიზმის გაღვივება, ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, აუცილებელია, ხელისუფლების ყველა შტომ ზეწოლას სათანადოდ უპასუხოს და სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელების საშუალება არავის მისცეს".
ამათ კიდევ იმის აღიარება არ უნდათ (ერეცხვინებათ) რომ თქვან--თუ ვინ იყო იმ ყველაფრის ავტორი, რაც საქართველოს 2003 --20012 წლებში დაატყდა თავს. მიშა უბრალოდ კარგი შემსრულებელი იყო და გზადაგზა თვითონაც ,,აქტიურ შემოქმედებით ინიციატივებს,, იჩენდა, თორემ აბსოლიტურად ყველაფერი რაც იმ წლებში საქართველოს დაატეხეს თავს, სუ ამერიკელების მიერ იყო დაგეგმილ--გაწერილ--შესრულებული
---უნდა სულიერ--მორალურად ბოლომდე გავეტეხეთ, უნდა ბოლომდე, ბოლომდე დავერეფორმირებინეთ, რომ ძალიან მორჩილი საზოგადოება გავმხდარიყავით----რომ ამერიკელების დაკრულზე ცირკის ძაღლებივით გვეხტუნავა და მათი ნებისმიერი ბრძანება --მოთხოვნა უსიტყვოდ შეგვესრულებინა, ასე ვთქვათ კარგად დაგლობალიზაციებულები ვყოფილიყავით და მათი ნებისმიერი სურვილი უსიტყვოდ შეგვესრულებინა
მოკლედ რა აღარ დაგვატეხეს თავს---- კაცმა რომელ ერთი უნდა ჩამოთვალო???
ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო.....ამ ათას ჭირ გადავლილ საქართველოს ისიც დაგვიმატეს----- მორიგი ,,წვრთნა,, ჩაგვიტარეს
ძირითდი კი ისაა რომ მენტალობის შეტრიალება მოახერხეს, დაგვინგრეს ყველა მორალურ ზნეობრივი ,,ინსტიტუტები,, საზოგადოებაც შესაბამისად გარდაიქმნა----გარდაქმნეს.....გარემო .გარემო შექმნეს ძალიან ჩათლახური,ძალიან...ამ ყველაფრის აღდგენა გამოსწორებას მინიმუმ 50 წელი დასჭირდება, ისიც ხელისუფლებაში კაი ქართველის შემთხვევაში
ხოოდა იმიტომაც ,,ვლოცულობდი,, კოლუმბზე აქ შემოსვლის პირველივე დღიდან(12 წელია.)
ისე კი რა აღარ გამოვიარეთ ამ საიტმაც და ჩვენც--- სუ რუსის აგენტები გვეძახეს..ამ ჩვენ დირეხხხტორს კიდევ ხან სად იბარებდნენ და ხან სად--ამასაც ,,რეფორმებს,, უტარებდნენ... იმ ყველაფრის წერა და გახსენებები უკვე მეზარება კიდეც......დაჟე ეხლა ამასაც კი აღარ უნდა ვწერდე, ისედაც ყველამ ყველაფერი დაინახა. მართალია გვიან მაგრამ მაინც----------- უკვე მეგობრებს ნიღაბი ბოლომდე ჩამოსძვრათ
ეხლა უკვე ყველა ხედავს მაგათ ,,მეგობრობის,, ნამდვილ მიზანს....რუსის ტრაკში ეკლად ყოფნა აღარაა საკმარისი....
თანაც ეს მთავრობა მიშასავით საიმათოდ ვერ გვარეფორმირებს და იმიტომაც აააქვთ ატეხილი განგაში
იმიტომაც უნდა ხელისუფლებაში ისეთი ხალხის მოყვანა დაბრუნება, რომლებიც მათ საქმე კარგად გაააკეთებენ, ანუ საიმათოდ კარგად დაგვარეფორმირებენ....
ქუნემ კოლუმბი ........... ქუნემ
~ეს ლენჩიც რო აღარ მიეთრევა აქედან??არა აქვს იქ დასაბრუნებელი პირი და იმიტრომ
მოკლედ ესენი მეშვიდეები არიან მეშვიდეები(ძველები მიმიხვდებიან).....
ნატალი
რაო ............. გაცივდიიი სკვაზნიაკში ???
არც ნატო, არც კატოოო??