პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე CNN-ის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გამოქვეყნებულ მასალას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"სააკაშვილს აქვს სტატუსი, მესამე პრეზიდენტია. სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები ამ ქვეყანაში, რამდენიმე ასეული ათასი. სააკაშვილს აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, უკრაინის. სააკაშვილს ჰყავს ბევრი მეგობარი დასავლეთში, მათ შორის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში და ის თუ შეიძლება ასეთ დღეში ჩააგდოს ივანიშვილმა, რომ მასზე CNN-მა ესეთი სიუჟეტი გააკეთოს, შენ რისი იმედი გაქვს ამ ქვეყანაში? შენ და ან შენს შვილს თუ დაუპირა სისტემამ გადავლა, ვინ ან რა დაგიცავს?და რატომ გგონია რომ ქვეყანას სადაც ასეთი დაუცველი ხარ შენ და დაუცველია ყველა, რამე სტატუსს მისცემენ? სადმე მიიღებენ? სერიოზულად შეხედავენ?" - წერს ზურაბ ჯაფარიძე.