მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა, ამის მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მანამდე კი მას დისტანციურად ჩართვის დროს განცხადების გაკეთება უკრაინულ ენაზე სურდა, რისი უფლებაც მოსამართლემ თავდაპირველად არ მისცა. სააკაშვილმა კი განმარტა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და ისაუბრებდა უკრაინულ ენაზე.
საბოლოოდ, პატიმარს თარჯიმნის მეშვეობით, მიმართვის შესაძლებლობა ჰქონდა, დარბაზში იმყოფებოდნენ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გადათარგმნიდნენ, თუმცა პროცესში მონაწილეობაზე უკვე უარი, თავად მიხეილ სააკაშვილმა თქვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად ესწრებოდა. პროცესზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა წამომდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ვიზუალურად ეჩვენებინა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილს მოსამართლემ ამის უფლება არ მისცა. მისი თქმით, თუ სააკაშვილი ჩართვის დროს გაშიშვლებას დაიწყებდა, მას გათიშავდნენ და პროცესში მონაწილეობის უფლებას აღარ მისცემდნენ.