ირაკლი კობახიძე: არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღების რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ. ერთადერთი, რასაც შეიძლება მელიამ და ხაბეიშვილმა მიაღწიონ, არის არჩევნების მოგება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ირაკლი კობახიძე: არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღების რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ. ერთადერთი, რასაც შეიძლება მელიამ და ხაბეიშვილმა მიაღწიონ, არის არჩევნების მოგება „ნაციონალურ მოძრაობაში“

კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტებიც, სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობენ. ეს სიტყვები ახსენეს არაერთგზის. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის არაფერს ნიშნავს ევროკავშირის პირველივე რეკომენდაცია, რომელიც დეპოლარიზაციას გულისხმობს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ლიდერების განცხადებები შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.

„რა თქმა უნდა, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღების რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ. ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. ამის დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ მათთვის ეს მიუღწეველი მიზანია. ერთადერთი, რასაც შეიძლება მელიამ და ხაბეიშვილმა მიაღწიონ, არის არჩევნების მოგება „ნაციონალურ მოძრაობაში“. მათი ყოველ განცხადება თავიდან ბოლომდე შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი“, - განაცხადა კობახიძემ.