არ მჯერა, რომ ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით თანამდებობისთვის, გავლენებისთვის და არალეგალური დაფინანსების განაწილებისთვის იბრძვის, რეალურად აინტერესებს, რომელიმე პატიმრის ან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა- ეს უბრალოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„არც მე და არც საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ მელიას, ხაბეიშვილს თუ ნებისმიერ სხვას, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით თანამდებობისთვის, გავლენებისთვის და არალეგალური დაფინანსების განაწილებისთვის იბრძვის, რეალურად აინტერესებს, რომელიმე პატიმრის ან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის მათი მხრიდან უბრალოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ისინი ემუქრებოდნენ ქვეყანას რიგგარეშე არჩევნებით, მიიღეს რიგგარეშე არჩევნები პარტიის შიგნით და სწორედ ამ პროცესში არიან ახლა, როდესაც ერთმანეთს უმტკიცებენ, ვის უფრო მეტად აინტერესებს და ვინ უფრო მეტად თანაუგრძნობს მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილის ოჯახსაც კი არ სჯერა მათი განცხადებებისა და მათი გულწრფელი თანადგომის, ამიტომ, ამით ყველაფერი ნათქვამია“,- განაცხადა თალაკვაძემ.