თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი დაიწყო. ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესში დისტანციურად მონაწილეობს და კლინიკა „ვივამედიდან“ ერთვება.

სხდომაზე სავარაუდოდ სამი მოწმე დაიკითხება. მათ შორის არიან ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ამერიკელი ექსპერტი დევიდ გოლდსმიტი, რომელიც მზაობას აცხადებს, მოსამართლის წინაშე ისაუბროს ყველა დეტალზე, რომელიც საქმეშია ჩადებული.