თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, მომავალ წელს ევროკავშირი თავის უსამართლო ჟესტს გამოასწორებს. ამისთვის საქართველოს პარლამენტი და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მთავრობასთან ერთად ყველაფერს აკეთებს

თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, მომავალ წელს ევროკავშირი თავის უსამართლო ჟესტს გამოასწორებს. ამისთვის საქართველოს პარლამენტი და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მთავრობასთან ერთად ყველაფერს აკეთებს

იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ევროკაქვშირი ამ თავის უსამართლო ჟესტს გამოასწორებს. ამისთვის საქართველოს პარლამენტი და „ქართული ოცნების“ უმრავლეოსობა მთავრობასთან ერთად ყველაფერს აკეთებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მომავალ წელს საქართველო ევროკავშირისგან სტატუსს მიიღებს.

„ველოდები, რომ შენარჩუნებული იქნება ყველა ის ძალისხმევა, რაც დღემდე განხორციელდა პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან და ქვეყანაში შენარჩუნდეს განვითარების შესაძლებლობა, მშვიდობა, სტაბილურობა, რეფორმები. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივიღებთ იმ სტატუსს ევროკავშირისგან, რომელიც გვეკუთვნის და რომელიც ასე უსამართლოდ ევროკავშირმა მიანიჭა ორ სხვა ქვეყანას და საქართველოს, რომელიც იმ ორ ქვეყანაზე ყველაფრით წინ არის, ეს სტატუსი არ მიანიჭა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ევროკავშირი ამ თავის უსამართლო ჟესტს გამოასწორებს. ამისთვის საქართველოს პარლამენტი და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მთავრობასთან ერთად ყველაფერს აკეთებს. მარტივი წელი შესაძლოა არც გაისად იყოს, რადგან ჩვენ მსოფლიო კონტექსტიდან მოწყვეტილები ხომ ვერ ვიქნებით. დამოკიდებული ვართ მაინც იმაზე, თუ როგორ წავა უკრაინაში უკრაინელი ხალხის საქმე, რომელსაც უფრო ბედნიერს, სტაბილურს, გამარჯვებებით სავსე წელს მთელი გულით ვუსურვებთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.