გიორგი ვოლსკი: რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი ამბობდა, რომ მოწამვლაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, დღეს საპირისპიროს აცხადებენ როგორც სააკაშვილი, ასევე ადამიანები, რომლებიც ჩამოყალიბებული პოლიტიკური თაღლითები არიან

გიორგი ვოლსკი: რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი ამბობდა, რომ მოწამვლაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, დღეს საპირისპიროს აცხადებენ როგორც სააკაშვილი, ასევე ადამიანები, რომლებიც ჩამოყალიბებული პოლიტიკური თაღლითები არიან

სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეს თემა აღმოჩნდა არათუ მანიპულატორების, არამედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური თაღლითების ხელში, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ასე უნდა მიიქციონ ყურადღება საერთაშორისო ასპარეზზე და იქნებ გარკვეულმა ზეწოლამ განახორციელოს სააკაშვილის გათავისუფლება დამსახურებული სასჯელისგან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ადგილი აქვს სიმულაციას.

„რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ არანაირ მოწამვლაზე არ შეიძლება, იყოს ლაპარაკი, დღეს კი საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ როგორც თავად სააკაშვილი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ხან ადვოკატებად წარმოგვიდგენენ თავს, ხან ოჯახის წევრებად, ხან თანაპარტიელებად. ყველა ეს ადამიანი გაერთიანებულია იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული თაღლითები და ამ თაღლითობას საკმაოდ სერიოზული მიზეზი აქვს - ეს არის პოლიტიკურ ველზე წარმატებისკენ სწრაფვა, საზოგადოების დარაზმვა, რათა რევოლუციური პროცესი განვითარდეს და სახელმწიფო ინტერესებს ზარალი მიადგეს. ამ ინტერესს აშკარად ვხედავთ. რეალურად, საქმე გვაქვს თაღლითობასთან და ამ თაღლითობას აქვს ერთი საგანგებო მიზანი - როგორმე საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდეს საქართველოს ხელისუფლებაზე და დაზარალდეს სტაბილურობა, რისი შენარჩუნებაც ასეთი რთულია რეგიონში შექმნილ ტურბულენტურ ვითარებაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.