გიორგი ვოლსკი: ბოლო პერიოდში მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ აქვს ფასი - არც მორალური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით

გიორგი ვოლსკი: ბოლო პერიოდში მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ აქვს ფასი - არც მორალური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით

გიორგი ვოლსკი ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის სიტყვებს ბოლო პერიოდში ფასი არ აქვს.

„გიორგი მარგველაშვილის ეს განცხადება სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებს ვაშინგტონს, ვინაიდან იქ არ უნდა იძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ერთი ზარით წყვეტენ საკითხებს სხვა ქვეყანაში. თუ მას აქვს ასეთი გამოცდილება, მაშინ გითხრას. ბოლო პერიოდში გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ აქვს ფასი - არც მორალური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით და აზრობრივადაც ჩამორჩენილია იმ ვითარებისგან, რომელიც საქართველოში რეალურად არის“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ერთი ზარი ვაშინგტონიდან მიხეილ სააკაშვილის ბედს გადაწყვეტს. ასევე მარგველაშვილი ამბობს, რომ თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, ადამიანის წამების მონაწილე გახდება.