რა არის საჭირო ერთი მსჯავრდებული პატიმრის პირობების შესაქმნელად, ამას გადაწყვეტს სასამართლო - მე არც გადავწყვეტ და არც მაინტერესებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციის მუქარას, რომ რადიკალიზმში გადავლენ - როდის არ იყვნენ რადიკალიზმში? გზაც დამილოცნია, აკეთონ, რაც სურთ. ამდენი წელია ამას აკეთებენ და ვერაფერი მიიღეს, კიდევ 2 თვეც ავიტანთ - ახალ წელს თუ ქუჩაში დგომა ურჩევნიათ, ნაძვის ხესთან დგომას, იდგნენ“, - აღნიშნა დავითულიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძის ხელმძღვანელობით, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.