შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
დღეის მდგომარეობით, EBRD-ს საქართველოში დაფინანსებული აქვს 150-მდე პროექტი დაახლოებით 1.6 მილიარდი ევროს ოდენობით, საიდანაც დაფინანსების 81% მოდის კერძო სექტორზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსება მოიცავს საბანკო და ფინანსურ სექტორებს, ენერგეტიკას (განსაკუთრებით განახლებადი ენერგიების კუთხით) ჰიდროენერგეტიკას, საწარმოების მხარდაჭერას აგრობიზნესსა და მრეწველობაში.