ბარიატრიული ქირურგის დავით აბულაძის განცხადებით, კუჭის რეზექციის შემდეგ საკვების მიღების კუთხით პაციენტმა უნდა აკონტროლოს მიღებული საკვები და გარკვეულწილად, საკვების მიღების მხრივ ამ ოპერაციას შემაკავებელი ეფექტი აქვს.
„პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტებს ახასიათებთ წონაში კლება და გათავისუფლება იმ მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული პრობლემებისგან, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, წელის ტკივილი. პაციენტმა უნდა აკონტროლოს მიღებული საკვები. ის ვერ შეჭამს იმაზე მეტს, ვიდრე ეს ოპერაცია დაუშვებს. გარკვეულწილად, შემაკავებელი ეფექტი აქვს ამ ოპერაციას საკვების მიღებისას. უფრო უადვილდებათ პაციენტებს სწორი კვების რეჟიმის დაცვა, ზოგიერთს კი საერთოდ ავიწყდება კვება. ევროპაში კეთდება მალაბსორბციული ტიპის ოპერაციები, რომლის დროსაც აუცილებელია ელექტროლიტების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების კონტროლი, იქიდან გამომდინარე, რომ თუ მოხდა მათი დეფიციტი, ძალიან სერიოზულ დისმეტაბოლურ ენცეფალოპათიამდე შეიძლება მიგვიყვანოს. თუ პაციენტი ვერ ან არ იკვებება, შეიძლება განვითარდეს ძალიან სერიოზული შეუქცევადი პროცესები“, - აცხადებს დავით აბულაძე.
„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ავსტრიის ერთ-ერთ კლინიკაში კუჭის რეზექციის ოპერაცია გაიკეთა.