პოლიტიკური სიმულაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, მაგრამ ამის იქით აღარ წავალ. თავად ეს საკითხიც, კუჭის ოპერაციის შემდეგ არის თუ არა სიმულაცია, ესეც არაა ჩვენი საქმე, ჩვენ ამას ვერ გადავწყვეტთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„კუჭის ოპერაციასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაც სიახლეა ჩემთვის, თუმცა ეს ყველაფერი საერთო ჯამში საერთო ყურში ვარდება. ვცდილობთ, აღარ გავაკეთოთ ამ საკითხზე კონკრეტული განცხადებები, მაგრამ ეს კითხვა მიდის იქამდე, არის თუ არა ეს სიმულაცია. პოლიტიკური სიმულაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, მაგრამ ამის იქით აღარ წავალ. თავად ეს საკითხიც, კუჭის ოპერაციის შემდეგ არის თუ არა სიმულაცია, ესეც არაა ჩვენი საქმე, ჩვენ ამას ვერ გადავწყვეტთ. რა განწყობაც არ უნდა მქონდეს, მაინც არ მაქვს იმის თქმის საშუალება, რამდენად შეიძლება ვივარაუდო სიმულაცია. დასკვნა უნდა დადონ ექსპერტებმა და ექიმებმა, საბოლოო გადაწყვეტილება კი უნდა მიიღოს სასამართლომ. ამიტომ მე ამას ვერ გავცდები. ეს არის არა პოლიტიკოსების, არამედ კომპეტენტური პირების დასადგენი ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ავსტრიის ერთ-ერთ კლინიკაში კუჭის რეზექციის ოპერაცია გაიკეთა.